რა ბედი ეწევა რურუას ქუჩაზე ავარიულ კორპუსს? - პრობლემა მასშტაბურია

16 ნოემბერი 2021, 20:19 1867 ნახვა

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ახალი პროგრამით ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. წელსვე 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ გარემოში, ბინების პრობლემა მოუგვარდებათ. მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე  მოხდება  ოჯახების ქირით უზრუნველყოფა. ავარიული სახლი ბათუმში, როგორც ჩანს, კიდევ ბევრია, წუხელ რურუას ქუჩიდან საფრთხის გამო 40 ოჯახი დროებით საცხოვრებელში გაიყვანეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში