450 მილიონიანი სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან

09 დეკემბერი 2016, 00:00 3297 ნახვა

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 450 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს. 3 სასესხო ხელშეკრულებას ხელი საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს.  გამოყოფილი თანხა  გზებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლებას,  სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება.  ფინანსთა მინისტრი  დარწმუნებულია, რომ  რეკორდული ოდენობის  სესხის მიღება  პრემიერის მიერ ინიცირებული 4-პუნქტიანი გეგმის დროულად განხორციელებას უზრუნველყოფს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი