ბათუმის "დინამოს" და "თელავის" მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

16 ნოემბერი 2021, 11:24 1108 ნახვა

ბათუმის "დინამოსა" და "თელავის" მატჩის ბილეთების რეალიზაცია დაიწყო. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 34-ე ტურში გია გეგუჩაძის გაწვრთნილი "დინამო" საკუთარ მოედანზე "თელავს" უმასპინძლებს.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო საიტ:Biletebi.ge -ზე შეხვედრა ბათუმში 20 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონის საერთო ტევადობის 33%- ზე შესაძლებელი გახდა გულშემატკივართა დასწრება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მატჩის ბილეთი, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი (ორივე დოზით), ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა ან 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი.

აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

33 მატჩის შემდეგ ბათუმის "დინამოს" 68 ქულა აქვს და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

მეორე ადგილზე მყოფ თბილისის "დინამოს" კი 63 ქულა აქვს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბათუმელებს 5 ქულიანი უპირატესობა აქვთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში