პარლამენტში 10 დეპუტატი შიმშილობს

15 ნოემბერი 2021, 17:53 1134 ნახვა

მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-13 დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ ეტაპზე მხოლოდ მედიკამენტოზურ გადასხმებს იკეთებს.  მოშიმშილე დეპუტატი აცხადებს, რომ ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაიწყო, რაც მისი თქმით, მას ექიმმა უთხრა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ.  სასესიო დარბაზთან შიმშილობს კიდევ 9 პარლამენტარი. იმედი აქვთ, რომ პროტესტი  უშედეგოდ არ ჩაივლის.ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, რაზეც ოპოზიციონერ დეპუტატებს მმართველი გუნდიდან უპასუხეს, რომ მათი შიმშილობა არის პოლიტიკური აქტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი