მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთში

14 ნოემბერი 2021, 15:10 724 ნახვა

ქობულეთში  მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ჩაქვის ბაზის შენობა მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, სასტუმრო ზონას და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მშენებლობა 2022წლის გაზაფხულზე დასრულდება. ასევე ჩაქვში ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა იწყება.

ასევე, ქობულეთში იწყება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედანს, 3 დარბაზს. გარდა ამისა საპროექტო ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი და ქვიშისსაფარიანი 2 მოედანი მოეწყობა.  მშენებლობის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც გაეცნენ, მასალა აჭარის მთავრობამ მოგვაწოდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი