ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ შსს-ს ჯადო გაუკეთა

14 ნოემბერი 2021, 15:25 1285 ნახვა

ზურაბ ჯაფარიძის პარტიაში „გირჩი-მეტი თავისუფლება“ აცხადებენ, რომ მჩხიბავს შსს-ზე ჯადო გააკეთებინეს. პარტიის წარმომადგენლები ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფებოდნენ.

როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლებაში“ ამბობენ, მჩხიბავი სტელა სტამბოლიდან ჩამოიყვანეს და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დაგეგმეს ჯადო. პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა იმ პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ ჯადოს არ მოხსნიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი