“სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების” გამოფენა

08 დეკემბერი 2016, 00:00 3813 ნახვა

ბათუმი “სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების” გამოფენას უმასპინძლებს. 45 კომპანია 7 ქვეყნიდან სასტუმრო შერატონში საკუთარ პროდუქციას წარმოადგენს. გამოფენა სამი დღე გაგრძელდება, მონაწილე კომპანიები დაინტერესებულ პირებს პროდუქციასთან ერთად სხვადასხვა სახის მომსახურებასაც შესთავაზებენ. თავად კომპანიებისთვის გამოფენა ახალი ბიზნებს პარტნიორების შეძენის საშუალებაა, რაც მისი ორგანიზატორების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. “სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების” გამოფენა ბათუმში მეექვსედ გაიმართება და იგი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.  

ამავე კატეგორიაში