მომავალი წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი და სერვისებით მოსარგებლეთა რიცხვი იზრდება.
სარეაბილიტაციო ცენტრების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მომართვიანობა გაზრდილია „ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/ რეაბილიტაციის“, „ბავშვთა ადრეული განვითარების“, „ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა დეფორმაციების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის”, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში იგეგმება ციფრული სმენის აპარატების ღირებულების ლიმიტის ზრდა, ასევე, პროგრამას დაემატება პედიატრიული სმენის აპარატები.