მეტროსადგურ "დიდუბის“ ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა, რის გამოც ამჟამად პირველ ხაზზე მოძრაობა შეზღუდულია.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის და ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქე კონტაქტურია. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანა.