მეტროსადგურ “300 არაგველთან” და "დიდუბესთან" აქცია მიმდინარეობს

12 ნოემბერი 2021, 14:18 1105 ნახვა

მეტროსადგურ “300 არაგველთან” და "დიდუბესთან" “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მათი პროტესტი მშვიდობიანია და ის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

"ჩვენ მივაკითხავთ ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, სადაც ისინი არიან ყოველდღიურ რეჟიმში, რადგან მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი დღეს ჩადიან დანაშაულს თავისი ქმედებით ან უმოქმედობით. მაგალითად ეკატერინე ტიკარაძე დღეს ჩადის დანაშაულს თავისი უმოქმედობით. დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ჯანდაცვის მინისიტრი პრაქტიკულად გამქრალია, ბოლოს როდის ნახეთ? მისი მოვალეობაა იზრუნოს მასზე"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი