საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე ,,საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“.
პანელის მუშაობაში სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან და ევროპული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან მარკ ლეონარდისთან ერთად ჩაერთო.
მთავარი შეკითხვები რუსეთთან შექმნილ პრობლემებს და ევროპასთან ურთიერთობას შეეხებოდა.