სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოს გავრცელება სამწუხაროდ მიმაჩნია, ეს არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას - კარლ ჰარცელი

12 ნოემბერი 2021, 11:18 722 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება  სამწუხაროა.

კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვიდეოების გავრცელება არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას.

„შემიძლია, ძალიან ნათლად ვთქვა – ამ ვიდეოს გავრცელება ძალიან საეჭვოდ და სამწუხაროდ მიმაჩნია. ვთვლი, რომ ეს არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას, ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი პასუხობს იმას, რაც უნდა იყოს ყურადღების ცენტრში – ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის პარალელურად, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი