დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპი შედარებით გაზრდილია, ამაზე კი წამახალისებელმა ღონისძიებებმა და ''მწვანე პასპორტების'' შემოღებამ იმოქმედა.
ამირან გამყრელიძის თქმით, სასურველია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული, ამ მაჩვენებელთან კი ახლოს არის თბილისი და აჭარა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი არის.
''მიხარია, დღეს დილით 7 000-ზე მეტი აცრა გვაქვს უკვე, ეს აღარ გვქონია ნოემბრის განმავლობაში. ახალმა რეგულაციებმა და წამახალისებელმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო.
პირველი დეკემბრიდან ''მწვანე პასპორტის'' შემოღებამ, ასევე ხანდაზმულებისთვის მეტ ინცენტივს ვაძლევთ, ვინც აიცრება 60 წელს გადაცილებული. ეს არის ყველაზე მეტად სამიზნე ჯგუფი. ამან გარკვეული ეფექტი მისცა. გუშინ და გუშინწინ 6000-6000 და დიდი იმედი მაქვს რომ მოიმატებს.
მეტი საკომუნიკაციო კამპანია იწყება.
გვინდა, რომ 60% მოცვაზე გავიდნენ რეგიონები. რთული იქნება, მაგრამ ამასთან ახლოს ვართ თბილისში, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 50% მოცვა გვაქვს, ასევე რაჭა-ლეჩხუმში და აჭარაში.
ვაქცინაციის სიკვდილიანობის ყველაზე მძიმე ინდიკატორი უნდა შევამციროთ, რაც ჯერ-ჯერობით არ იკლებს'' - განაცხადა გამყრელიძემ.