საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2-0 დაამარცხა

11 ნოემბერი 2021, 22:53 1870 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში შვედეთის ნაკრები დაამარცხა.

ბათუმში გამართულ შეხვედრაში საქართველომ ჯგუფის ლიდერი 2-0 დაამარცხა.

  • ანგარიში 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და საქართველო წინ გავიდა.
  • 78-ე წუთზე კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი 7 ქულით ბოლოსწინა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

წლის ბოლო მატჩს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 ნოემბერს გამართავს. ჩვენი ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთის ნაკრებს გორში უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში