უკვე ორი საათია პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული კადრები პოლიტიკური შეფასებების საგანია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ყოფილ პრეზიდენტს არაადამიანურად ეპყრობიან და ის ძალის გამოყენებით, მოტყუებით გადაიყვანეს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის მითითებები შეასრულეს.