ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს

11 ნოემბერი 2021, 15:00 703 ნახვა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობამდე მსვლელობას გეგმავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში და აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება.

"ხანგრძლივი, უწყვეტი, დისციპლინირებული, მეთოდური მოძრაობა ჩამოშლის ამ რეჟიმს. რამდენ ადამიანს დაიჭერენ? გუშინ ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ აკავებდნენ ადამიანებს, რომ ხელისუფლებამ მიტაცებული ძალაუფლება არ დაკარგოს.

საპროტესტო აქციები გეოგრაფიულად სხვადასხვა ადგილებში გაგრძელდება"- განაცხადა ნიკა მელიამ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში