სახალხო დამცველის ოფისი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს - კელი დეგნანი

09 ნოემბერი 2021, 18:57 859 ნახვა

სახალხო დამცველის ოფისი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

"სახალხო დამცველის ოფისს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქართულ საზოგადოებაში, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებს. სახალხო დამცველი არის ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის და დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერი ნებისმიერ საზოგადოებაში, მათ შორის, საქართველოში. ისინი ასრულებენ ზედამხედველობის მნიშვნელოვან საქმეს.

მქონდა პატივი, შევხვედროდი სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს აქ, ბათუმში და ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რასაც ისინი აკეთებენ აჭარის რეგიონში. ესაა ბავშვთა შრომა, ოჯახური ძალადობა, ცნობიერების ამაღლება მოქალაქეების უფლებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში. იქ პროფესიონალები მუშაობენ. კრიტიკის ნაცვლად, ისინი ქებას იმსახურებენ“, - აცხადებს კელი დეგნანი.

დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი