„ძველი ბათუმის ფოტოები“ - ევროპის მოედანზე ქალაქის სხვადასხვა დროის ამსახველი სურათები გამოიფინა.
მნახველებს შესაძლებლობა აქვთ, გაიგონ როგორი იყო მაგალითად ბათუმის ბულვარი, როგორ შეუცვალეს რამდენიმე შენობას იერ-სახე.
ასევე წარმოდგენილია იმ ნაგებობების ფოტოები, რომლებიც უკვე აღარ დგას ქალაქში. ღონისძიების ორგანიზატორის თქმით, ამ მასალებით დამთვალიერებლებს ახსენებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.
გამოფენა პროექტის ,, გაიგე მეტი ბათუმის’’ ფარგლებში იმართება.
ფოტოები საზოგადოება „ბათომის“ წევრის შოთა გუჯაბიძის არქივიდანაა გამოყენებული.