საპროტესტო აქციები არ შეწყდება და გაიმართება სხვადასხვა წერტილში - ასეთია ოპოზიციის გეგმა.
დღეს კი კანცელარიასთან შეკრებილებმა რომლებმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათენეს, იუსტიციის სამინისტრომდე მსვლელობით მივიდნენ.
ისინი იუსტიციის მინისტრისგან მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით არგუმენტებს ითხოვდნენ.