"ფეიკია" მისი შიმშილობა, ვნახეთ, რომ საკმაოდ კარგ ფორმაშია, ამის მიზეზია ის, რომ სააკაშვილი ჭამს - კობახიძე

09 ნოემბერი 2021, 14:33 875 ნახვა

რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, იქ ბევრად მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ყველამ იცის თუ რამდენად "ფეიკია" სააკაშვილის შიმშილობა.

"როგორი ,,ფეიკიც'' არის ზოგადად მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე ,,ფეიკია'' მისი შიმშილობაც. გუშინ ყველამ ისიც დაინახა, რომ საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია ის ფიზიკურად და ამის მიზეზია ის, რომ ჭამს"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში