კელი დეგნანი და ერიკა ოლსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან

09 ნოემბერი 2021, 11:42 907 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრებს კელი დეგნანი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი ხვდებიან.

შეხვედრიდან უკვე გამოვიდა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი. „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დიპლომატებთან შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენელბის მხრიდან შეთავაზებული იყო ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ გზად პერსონალური სანქციები.

„ჩვენ ვესაუბრეთ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, იქნება ეს არჩევნები თუ სასამართლო სისტემა, თავადაც ეს საკითხები აინტერესებდათ. საუბარი იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. ბევრ რამეზე იყო საუბარი, ყველაფრის საქმის კურსში არიან. მე ვუთხარი ჩემი აზრით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რა ნაბიჯები შეიძლება იყოს მათი მხრიდან გადადგმული. ჩვენი გასაკეთებელი რომ არის მთავარი საქმე, ეგ გასაგებია. ეს არის ერთი ის, რომ საჯაროდ უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე, თუ რა ხდება ქვეყანაში და იმაზე, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანა გადაიყვანა ევროატლანტიკური გზიდან. ეს არის ერთი გზა ზეწოლა, რაც შეიძლება იყოს, მეორე, ეს არის სანქციები, ამაზე იყო საუბარი და დისკუსია"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მათ შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

"ჩვენი მხრიდან აქცენტი გაკეთდა ყველა იმ პლატფორმის გამოყენების მნიშვნელობაზე, რომელი პლატფორმაც ჩვენს პარტიას აქვს, იქნება ეს პარლამენტი, თუ საკრებულოების პლატფორმა. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზოგადად, ამ პლატფორმების გამოყენებით რეფორმების გაგრძელების ინტერესი ჩვენ დავინახეთ, ხაზი გავუსვით საარჩევნო საკითხებს, რადგან მოგეხსენებათ ის მეთოდები, რა მეთოდებითაც დიდი ფულის გამოყენებით, ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით „ოცნებამ“ არჩევნები ჩაატარა, ჩვენ შეიძლება უკვე ძალიან ახლოს ვართ იქამდე, როდესაც არჩევნებმა შეიძლება ამ ქვეყნაში დაკარგოს აზრი. ამიტომ ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენ როგორმე ერთობლივი ძალებით არჩევნებს დავუბრუნოთ მნიშვნელობა, რადგან ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. სასამართლო რეფორმაზე და დამოუკიდებლობაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაც ძალიან ცხადი და აშკარა იყო. ბუნებრივია, ხაზი გავუსვით „ოცნების“ მხრიდან გადადგმულ იმ ნაბიჯებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, რომ ეს არის დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა, ის თავდასხმები სტრატეგიულ პარტნიორებზე, რასაც მუდმივად აქვს ადგილი და რაც ყველაზე მთავარია, პოლარიზაციის დასრულების მნიშვნელობა და ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი