ოპოზიციის მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. მათ გამთენიისას შენობის წინ დამატებით რკინის ჯებირები განათავსეს.
ოპოზიციის მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
გუშინ გამართულ აქციაზე, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აქციები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მათ შორის, დილით აქცია იგეგმება იუსტიციის სამინისტროსთან.
ფოტო:არქივი