ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები 24 საათიან მონიტორინგს გაუწევენ

08 ნოემბერი 2021, 23:15 957 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, დეპუტატ ელენე ხოშტარიას რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები 24 საათიან მონიტორინგს გაუწევენ. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის დეპუტატის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება.

"ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაევალა პაციენტთან მონიტორინგის მიზნით 24 საათის განმავლობაში აქ იმორიგეოს ექიმის და ექთნის ბრიგადამ, რომლებიც ჩაუტარებენ მონიტორინგს პაციენტს. ჩვენ ახლახან ვიყავით პაციენტთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ნამდვილად. 24 საათის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები იმორიგევებენ პაციენტთან. ამ ეტაპისთვის პაციენტი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, თუ გახდება საჭირო ნამდვილად მობილიზებულები ვართ“, - განაცხადა ჩიმაკაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი