საქართველოს ნაკრები კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე მიდის

08 ნოემბერი 2021, 20:02 646 ნახვა

12-14 ნოემბერს რუმინეთი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა სამ ასაკობრივ კატეგორიაში, კადეტებს, იუნიორთა და ახალგაზრდებს შორის გაიმართება. საქართველოს ნაკრებმა ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება ბათუმში, ჩემპიონთა აკადემიაში გაიარა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან ცინცაძის თქმით, რუმინეთში საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება, რომელთა რიგებში მსოფლიოსა და ევროპის არაერთი ჩემპიონი და პრიზიორია.

ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 30-მდე ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გვენეტაძე შეკრებით და გუნდის მომზადების დონით კმაყოფილია და რუმინეთში მხოლოდ მაღალი შედეგებისთვის მიემგზავრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში