აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრა “ქართული ოცნების” წევრებთან

08 ნოემბერი 2021, 12:35 1425 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ერიკა ოლსონი უკვე შეხვდა ქართული ოცნების წევრებს.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრეს.  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დღესვე ოპოზიციური პარტიების წევრებსაც შეხვდება. 

ერიკა ოლსონი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში კურირებს სამხრეთ ევროპის და კავკასიის საკითხებს, საქართველოს 4 დღის წინ ეწვია. საქართველოში ვიზიტამდე ერიკა ოლსონი სომხეთში იმყოფებოდა. რეგიონში მისი ტურნე მოიცავს ვიზიტს აზერბაიჯანშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი