როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი - პრემიერი 

08 ნოემბერი 2021, 11:15 835 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, როდესაც ოპოზიცია არჩევნებში მარცხდება და ხალხი უარს ეუბნება, ეს მათთვის გაკვეთილი უნდა იყოს. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისინი ოპოზიციასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ითანაშრომლებენ. 

''კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ  გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის. 

მინდა მოვიწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, რომ საკუთარი პირადი ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს  და ხალხის ინტერესი. თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატები გამართვა ამისთვის ადგილი არის პარლამენტი. მთელი მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი ვართ მზად, რომ  რა თქმა უნდა კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც. ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი