დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება, მინისტრებმა მხოლოდ საქმეზე უნდა ისაუბრონ - პრემიერი

08 ნოემბერი 2021, 11:15 998 ნახვა

ეს იყო ისტორიული არჩევნები და ეს იყო ისტორიული გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის და ქვეყნის გამარჯვება - ამ სიტყვებით დაიწყო მთავრობის სხდომა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ ხალხის ნდობა გაამართლონ.

მისივე განცხადებით, დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გააკეთონ კონცენტრირება. 

"მინდა მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ისაუბრონ, გააკეთონ აქცენტი და ის დაპირება, პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი იყო არჩევნების დროს მხოლოდ მათზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული.

24 საათიან რეჟიმში მოტივირებული, განახლებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს.

ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევა და პრობლემაა: სამუშაო ადგილების სიმცირე, პანდემია, ოკუპაცია, სიღარიბე, ამიტომ არ გვაქვს დასაკარგი დრო.

კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როცა ხალხი 8-ჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის"-განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, ყველა იმ დაპირებისა თუ ინიციატივის შესრულების ტემპს, რომელიც მათ არჩევნებზე გასცეს პირადად გააკონტროლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში