დღეს საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მეექვსე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართება.
ბათუმის სარაგბო კლუბი საკუთარ მოედანზე ბოლნისის "ყოჩებს" უმასპინძლებს.
5 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმელებს ყველა მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად 23 ქულით ლიდერობენ.
ქვემოქართლელები კი 14 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.
ეს მატჩი დღეს ბათუმში 14:00 საათზე დაიწყება.
სწორედ ამ ტურიდან გულშემატკივარს მატჩზე დასწრება სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით შეუძლია.
დიდი 10-ის მატჩებზე დასასწრები მოთხოვნები კი შემდეგია:
მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ბოლო 6 თვის მანძილზე; ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა;
შესაბამის მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებულ PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი, ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.