ბათუმში, ევროპის მოედანზე ადვოკატებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მართმსაჯულების წარმოების პროცესი გააპროტესტეს.
ადვოკატების განცხადებით, არ ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო ზომების მიღება და ადგილი აქვს მის მიმართ არაჰუმანურ დამოკიდებულებას. ასევე ადგილი აქვს სამართალწარმოების შესაძლო დარღვევის ფაქტს. ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს სამოქალაქო სასამართლოში და არა ციხეში.