რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება

06 ნოემბერი 2021, 12:27 590 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა 1 კვირის წინ დაანონსებულ აქციას რუსთავის ციხესთან დღეს გამართავს. როგორც პარტიაში აანონსებენ, აქცია უვადოა და გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან კლინიკაში არ გადაიყვანენ. 

მომხრეებს აქციაზე მისვლისკენ სოციალურ ქსელში  წერილით მოუწოდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი დეტალურად აღწერს  იმ სცენარს, რომლის მიხედვითაც მომდევნო დღეებში მოვლენები უნდა განვითარდეს.  სააკაშვილი დაგეგმილ ღონისძიებაში მისვლისკენ ემიგრანტებს მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში