სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილზე

05 ნოემბერი 2021, 20:25 843 ნახვა

დაგეგმილი აქციების ორგანიზატორი ოპოზიციაა და არა მიხეილ სააკაშვილი. ასეთია ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადება. გვარამიამ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა და ამ პროცესში საპატრიარქოს ჩართულობა კიდევ ერთხელ ახსენა.რეგულირების სააგენტომ კი გლდანის ციხის საავადმყოფოს მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა, რომელშიც ნათქვამია, რომ  საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ.

განცხადების თანახმად, დაწესებულება ფლობს ნებართვას თითქმის ყველა მიმართულებით. დასაქმებულია 41 ექიმი, მათ შორის: ზოგადი ქირურგი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, ფსიქიატრი, ექიმი ლაბორანტი, სტომატოლოგი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, დერმატო-ვენეროლოგი, ფთიზიატრი, რადიოლოგი, კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი და ა.შ. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ციხიდან მორიგი წერილი გამოაგზავნა. ექსპრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ცვლილებებისთვის მზადაა. მსჯავრდებულმა მხარდამჭერებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი