მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ

05 ნოემბერი 2021, 10:08 761 ნახვა

დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბელგრადში მონაწილეობას 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელის ზურაბ ჭიღლაძის გადაწყვეტილებით, საქართველო ტურნირში სრული შემადგენლობით ანუ ათივე წონით კატეგორიაში იქნება წარდგენილი. შარშან 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა. 

შეგახსენებთ, რომ ბელგრადშივე გუშინ დასრულდა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მე-3 გუნდური ადგილი დაიკავა.

ოქროს მედლებს დაეუფლნენ ლერი აბულაძე და აივენგო რიკაძე, ხოლო ფრიდონ აბულაძემ ბრინჯაო მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი