ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში - განკვეთილ ბერებს მონასტერი პოლიციის ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

05 ნოემბერი 2021, 10:07 853 ნახვა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები. 

სასულიერო პირების განცხადებით, მონასტერში ჩოხოსნები მივიდნენ და ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მონასტრიდან. 

საუბარია 15-მდე სასულიერო პირზე, რომლებიც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, თანამდებობებიდან მარტი-აპრილის თვეში გადააყენა, სექტემბერში კი, სრულად განკვეთა ეკლესიიდან.

მამა ათინოგენის ინფორმაციით, ხუთი სასულიერი პირი, რომელიც სალხინოს მამათა მონასტერში ცხოვრობდა, დაკავებულია და გადაყვანილია მარტვილის პოლიციაში.​

„აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. რას ვგულისხმობ და აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ, ვისაც სინდისი და ქართველობა აქვს, ვინც დაფიქრებულხართ, რას შვება ეს მატყუარა ხალხი,“ - აცხადებს მამა ათინოგენე.

ამ დროისთვის სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ჭიშკარი ჩაკეტილია, შესასვლელთან პოლიცია დგას. ადგილზე ასევე იმყოფება განკვეთილი მამაოების ნაწილი. ისინი რეზიდენციის ეზოში შესვლას ითხოვენ.

მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი კი, წირვას ატარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი