ცრუ ინფორმაციაა, თითქოს ციხის მედპერსონალი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს - პენიტენციური სამსახური

03 ნოემბერი 2021, 17:25 988 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მე-12 დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და მედპერსონალი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.

უწყების ცნობით, საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

''იგი დაწესებულების მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება კლინიკა „ვივამედიდან“ ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის – ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი.

ინფორმაციისთვის: დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მ. სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი