სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს და მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის უკანასკნელი პოლიტპატიმარი უნდა იყოს - მირდატ ქამადაძე

02 ნოემბერი 2021, 18:55 1347 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს - ასე მიმართა  "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მირდატ ქამადაძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

"დღეს ბათუმში ,,ქართული ოცნება" წარმოდგენილია უმცირესობაში და ეს ყველა თქვენთაგანის მულხჩაუხრელი შრომის შედეგია.

ამ ქვეყანას, ამ ქალაქს სჭირდება ცვლილებები და ყველა ჩვენგანმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი. ეს არჩევნები განსაკუთრებით 30 ოქტომბერს იყო არა კონკრეტულ კანდიდატებს შორის არამედ, ეს იყო არჩევნები ცვლილებასა და ჭაობში დარჩენას შორის, განვითარებასა და უკუსვლას შორის და ბათუმმა მხარი ცვლილებებს მისცა, აირჩია უკეთესი მომავალი. თუმცა ხელები დაგაგვიგრიხეს, მიუხედავად შანტაჟისა, მოსყიდვისა, გაყალბებისა, ბეიჯიანი ,,ძველი ბიჭებისა'', ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთ პროცენტიანი სხვაობა დაწერა "ქართულმა ოცნებამ". მეტი ვერ შეძლო, რადგან თქვენ იყავით შემართებით, ჩვენ გვჯერა რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ამ ქვეყნის მომავალი კი ცვლილებებშია.

ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს და მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის უკანასკნელი პოლიტპატიმარი უნდა იყოს. ეს არის გზა ევროპისკენ, ეს არის გზა გამარჯვებისკენ.'' - განაცხადა მირდატ ქამადაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი