ბიზნესისთვის გაზის ტარიფი 20 თეთრით ძვირდება

02 ნოემბერი 2021, 20:02 1010 ნახვა

1-ლი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის,  კომერციული ობიექტებისთვის 1მ3 ბუნებრივი აირი 1.15 ლარი ხდება. შესაბამისად  ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. 1-ლი დეკემბრიდან გაზის ტარიფს ზრდის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და "თელავი გაზი". აქაც ტარიფის ცვლილება საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს შეეხებათ და 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით. თუმცა სოკარ ჯორჯიაში აცხადებენ, რომ გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ტარიფის ცვლილება არ ეხება რეგულირებად აბონენტებს ანუ, ფიზიკურ პირებს. დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, კომერციული ობიექტებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება მოქალაქეებზე მაინც აისახება, რადგან პროდუქცია გაძვირდება, თუმცა ზოგიერთი კომერციული დაწესებულება თვლის, რომ ჯობია მოგება შეუმცირდეთ ვიდრე თანამშრომლების ხელფასები შეამცირონ ან პროდუქციაზე ფასი მოამატონ.   

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი