ოპოზიციის აქცია ბათუმში, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების უნდობლობისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ფონზე. ოპოზიცია ითხოვს ყველა უბნის გადათვლას.
საპროტესტო შეკრებები დაიწყო ბათუმიდან და ხვალიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გაგრძელდება.
2 საათზე მეტი ხელისუფლების ოპონენტები და მათი მხარდამჭერები აჭარის მთავრობის შენობასთან იყვნენ შეკრებილი და განცხადებებს აკეთებდნენ.