,,ეს იყო სპეცოპერაცია“ - ასე აფასებენ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და აანონსებენ უწყვეტ საპროტესტო აქციებს არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ საკრებულოების დონეზეც.
,,ბრძოლას, ხალხის არჩევანის დასაბრუნებლად ბოლომდე მივიყვანთ“ - აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში. ისინი რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ისევ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, უცვლელ მისამართზე, ისევ აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე საათში შეიკრიბებიან.