ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას!, - ამის შესახებ, ოპოზიციის წარმომადგენელი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
ყოფილი დეპუტატი პრემიერის მიერ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"ოღონდ ახლა ივანიშვილ-კობახიძეზე შეუდარებლად მეტად თქვენ, ბინძურო სატელიტებო, ამაზრზენო ქორვაჭრებო, სწორედ თქვენ უკლავთ საქართველოს ნორმალურობის თითქმის ბოლო შანსს!
ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, ლელო-გახარიელებს და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს!
საქართველოს გაყიდვა არ შეგრჩებათ, არ გაგატანინებთ ლელოს საქართველოს ნორმალურობის დასამარების კარში!
ვაი, რომ უკვე განგაშის ზარის შემოკვრაც გვიანია!
გავიმეორებ: რუსული ურჩხულის და მისი ვაიქართველი ნაძირლების კლანჭებში მოსაგუდად განწირული საქართველოს შველა ახლა მხოლოდ და მხოლოდ უანგარო, უკომპრომისოდ წესიერი, სამართლიანი, კეთილგონიერი, ეროვნული და ევროპული ფასეულობების უალტერნატივოდ ერთგული ადამიანების მძლავრი გაერთიანების ხელშია!", - წერს ახვლდედიანი.