საქართველოში კორონავირუსის 5553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი

02 ნოემბერი 2021, 10:38 975 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 5553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4223 პირი.

გუშინ საქართველოში 48 901 ტესტი ჩატარდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 11,36 პროცენტი,  ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კი 9,06 პროცენტს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,02 პროცენტი.

კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 46 957-ია.

გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 369 ადამიანი აიცრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი