ბათუმში საარჩევნო უბნის გადათვლის პროცესი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიამ ლოტოტრონის პრინციპით 7 უბანი გადათვალა.
დამკვირვებლებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო, აჭარის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი 79-ე ოლქის თავმჯდომარის ციალა შავაძის მითითებით ტერიტორიიდან გააძევეს.
ციალა შავაძის განმარტებით, ირაკლი ფაღავა ხელს უშლიდა გადათვლის პროცესს.
ხმების გადათვლის დროს სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ადგილობრივი მედიის წარმომადგენელსა და ერთ-ერთ დამკვირვებელს შორის, შეკემათება კი ბიულეტენის ვიდეოგადაღებას მოჰყვა.
79-ე ოლქის თავმჯდომარის განმარტებით, არცერთი საეჭვო ბიულეტენი რეაგირების გარეშე არ დარჩება.
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა ქალაქში გადაითვლება 5 უბნის მონაცემი, ამას კიდევ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით 2 უბანი დაემატება.