ქუთაისის მერიასთან ხმაური და დაპირისპირება იყო - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

01 ნოემბერი 2021, 13:24 752 ნახვა

ქუთაისის მერიასთან ხმაური იყო. დაპირისპირება მოძრაობა „ჩვენ ვათენებთ" წევრებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა.

აქტივისტების თქმით, ისინი აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას.

დაპირისპირება აქტივისტების მიერ სტენსილის დახატვის მცდელობას მოჰყვა. სამართალდამცველების თქმით, აქტივისტები მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

პოლიციამ სავარაუდოდ, სამი ადამიანი დააკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი