რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა. პარლამენტთან შეკრებილები თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგებს აპროტესტებენ.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა კვირას, 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია საპროტესტო აქცია გაიმართება. სამშაბათიდან კი აქცია ბათუმში დაიწყება და სხვა დიდ ქალაქებში გაგრძელდება.