დიდი 10-ის ახალ სეზონში ბათუმის სარაგბო კლუბი მოგებათა სერიას აგრძელებს. მეხუთე ტურის შეხვედრაში ბათუმელები გასვლაზე კიკეთის "იუნკერებს" ესტუმრნენ და 42 ქულიანი სხვაობით 7-49 იმარჯვეს.
განსაკუთრებით აქტიური შავიზღვისპირელები პირველ ნახევარში იყვნენ, როდესაც მეტოქეს 42 უპასუხო ქულა დაუდეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი "ბათუმის" წევრი კობა ჯიმშელეიშვილი გახდა.
5 ტურის შემდეგ "ბათუმი" 23 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს დიდი 10-ის გათამაშებას.
შავიზღვისპირელები უახლოეს მდევარ "ლელო სარასენს" 7 ქულით უსწრებს. შემდეგ მე-6 ტურში " ბათუმი" 7 ნოემბერს შინ ბოლნისის "ყოჩებს" უმასპინძლებს.