ბათუმის N79 საოლქო-საარჩევნო კომისიაში 21 საჩივარი შევიდა

31 ოქტომბერი 2021, 09:07 841 ნახვა

ბათუმის N79 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 21 საჩივარი. როგორც ოლქის თავმჯდომარე აცხადებს, ისინი ძირითადად ეხება პროცედურულ დარღვევებს. 

ციალა შავაძის განმარტებით, არც ერთი საჩივარი არ არის ისეთი, რომელმაც შეიძლება არჩევნების შედეგები რომელიმე უბანზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

გუშინ უბნებზე თითქმის 2000 ბიულეტენი გაბათილდა, რომლებზეც საჩივრები დაწერეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათმა დამკვირვებლებმა.

საჩივრების განხილვა კომისიაში სავარაუდოდ ორ დღეში დაიწყება.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ბათუმში 106-ვე საარჩევნო უბანი უკვე დათვლილია.

ბათუმში მცირედი უპირატესობით მოიგო ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა, მან 2 პროცენტით გაასწრო გიორგი კირთაძეს, ხოლო თბილისში გამარჯვებული კახა კალაძეა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი