ხმაური ბათუმის N17 საარჩევნო უბანზე

30 ოქტომბერი 2021, 08:44 1310 ნახვა

ხმაური იყო, ცოტა ხნის წინ, ბათუმის N17 საარჩევნო უბანზე. აქ კომისიის წევრები და დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ ამომრჩევლების პირადობის შემოწმების საშუალება არ ეძლეოდათ.

უბნის თავმჯდომარემ კომისიის წევრს განუმარტა, რომ ეს მისი ფუნქცია არ იყო, ამომრჩევლის იდენტიფიცირების უფლება მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელს ჰქონდა.

ხმაურის გამო უბანზე ოლქის თავმჯდომარე მივიდა, რომელმაც კომისიის წევრს ასევე განუმარტა, რომ პირადობის შემოწმების უფლება მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს აქვს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში