„თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული 7 პირის მორიგი სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს ჩაინიშნა. ბრალდების მხარის განცახდებით, 21-ტომიან საქმეში თითოეული ბრალდებულის წინააღმდეგ ათეულობით მტკიცებულებაა. დაცვის მხარის მოსაზრებით კი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მოცემულ საქმეზე ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.