ბათუმის ''დინამო'' საქართველოს თასის მეოთხედფინალში ''ლოკომოტივს'' დაუპირისპირდება

28 ოქტომბერი 2021, 11:53 1349 ნახვა

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება.

ბათუმის ‘’დინამო’’ გასვლაზე თბილისის ‘’ლოკომოტივს’’ ესტუმრება.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ჯენერი ხორავა იქნება. 

ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის ეგიდით ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 

პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ასევე თითო-თითო ბათუმელებმა და თბილისელებმა მოიგეს. 

თასსზე მეთექვსმეტედფინალში გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ‘’დინამომ’’ ‘’რუსთავი’’ ასპარეზობას გამოთიშა. მერვედფინალში კი საჩხერის ‘’ჩიხურას’’ ბარიერი მარტივად დაძლია.

‘’დინამოს’’ და ‘’ლოკომოტივის’’  მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. 

საქართველოს თასის მეოთხედფინალშია მეორე აჭარული კლუბი ქობულეთის "შუქურაც". ქობულეთლები გასვლაზე მეორელიგელ "გაგრასთან" გაარკვევენ საუკეთესოს ვინაობას. ეს დაპირისპირება 13:30 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება დარჩენილ ორ შეხვედრას: საგარეჯოს ‘’გარეჯი’’ - თბილისის ‘’ლოკომოტივი’’  13:30
‘’გორი’’  - წყალტუბოს ‘’სამგურალი’’  13:30.
წლევანდელ თასის გათამაშებაში მატჩები ერთრაუნდიანია.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი GFF.GE-ზე გადაიცემა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში