ქართველმა მოკრივეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყეს

27 ოქტომბერი 2021, 10:26 1052 ნახვა

ბელგრადში მიმდინარე მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე  საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ლაშა გურულმა სტარტზე ბაჰამელ რაშიდ უილიამსს აჯობა. ნოდარ დარბაიძემ უკრაინელი ოლეკსანდრ კორნივი დაამარცხა.

გიორგი ხარაბაძემ ტაივანელი ჩია-ვეი კანი დაჯაბნა. გიორგი ჭიღლაძემ კი ლუქსემბურგელ მაიკლ ერპელდინგს მოუგო.

შემდეგ ორთაბრძოლებს ქართველი მოკრიოვეები 28-29 ოქტომბერს და 1-2 ნოემბერს გამართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი