ანა დოლიძე ენმ-ს მოუწოდებს სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს

26 ოქტომბერი 2021, 18:27 984 ნახვა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ექსპრეზიდენტის ადვოკატებს მოუწოდებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და მოითხოვონ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენება. ანა დოლიძის განცხადებით, მისი პარტიის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაგრამ გასამართლდეს სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით. ანა დოლიძის შეფასებით, ეს იქნება საკითხის სწრაფად, სამართლიანად და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტის გზა და არცერთ მხარეს არ ექნება ამ თემით მანიპულირების შესაძლებლობა.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი